მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი, ირაკლი ნადარეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის საზოგადოებრივი ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს თუკი, 3 იანვარს გოგლიჩიძე კვლავ სხდომის გადადებას მოითხოვს.
ადვოკატის განმარტებით, მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომა არ იკვეთება:
"მას ამის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ როგორ დაასაბუთებს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემი მხრიდან ვერანაირ დისციპლინურ გადაცდომას ვერ ვხედავ, პირიქით, ვითხოვ, სრულყოფილად შევისწავლო საქმის მასალები და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება არ დავარღვიო" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგლიჩიძემ.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა ამ დრომდე ვერ მოახერხა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.