ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხელ სააკაშვილი წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმის განხილვა იწყება.
საქმე ეხება 2005 წელს, ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებას. აიცილებს თუ არა სააკაშვილი ადვოკატს ამ საქმეზე, მისი უფლებადამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია.
„ამ ეტაპისთვის, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ მქონია, შესაბამისად, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ .
ის, რომ მის მიმართ ქართულ სასამართლოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ახალი არ არის, სააკაშვილთან დღეს ან ხვალ მექნება კომუნიკაცია და ჩამოვყალიბდებით პოზიციაზე.
ამ საქმეზე, რომელშიც მე მისი ინტერესების დამცველს წარმოვადგენ, ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს თუ არა არ ვიცი. დიდი ალბათობით, ეს ასე იქნება, მაგრამ სანამ მე ჩემი მარწმუნებლისგან არ მივიღებ უშუალო მითითებას, მანამდე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მიხელ სააკაშილმა ადვოკატები აიცილა.