საფრანგეთის ხელისუფლება ახალ კალედონიაში რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა. მისივე თქმით, პლებისციტი წყნარი ოკეანის არქიპელაგზე მდებარე კუნძულზე მომავალ წელს ჩატარდება. ახალი კალედონია საფრანგეთის ტერიტორიული ერთეულია, რომლის მოსახლეობაც 245 ათას ადამიანს შეადგენს.