თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეთა მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მაჟორიტარმა დეპუტატმა მიღებაზე რაიონის მცხოვრებლებს მოუსმინა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს ადგილზე გაეცნო.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ჩუღურეთელთა მხრიდან წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარების გზები რაიონის გამგეობასთან და დედაქალაქის მერიასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად დაიგეგმა.