შარლ აზნავური ისრაელში რაულ ვალენბერგის მედალით დააჯილდოვეს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია იერუსალიმში პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. პრესტიჟული ჯილდო საფრანგეთში მოღვაწე შანსონიეს ჰოლოკოსტის დროს ებრაელების დახმარებისთვის გადაეცა. მეორე მსოფლიო ომის დროს შარლ აზნავური და მისი და აიდა რამდენიმე ებრაელს საკუთარ სახლში იფარებდნენ.