დღეს ბარსელონისათვის მადრიდის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება. ჟენერალიტეტის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა დაეფიქსიროს, გამოაცხადებს თუ არა რეგიონის დამოუკიდებლობას. მადრიდის პოზიცია ამ დრომდე უცვლელია. იმ შემთხვევაში, თუ კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, მადრიდი კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს და რეგიონს ავტონომიის სტატუს ჩაოართმევს. პირველ ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის მმართველობას დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, თუმცა დოუმენტის ძალაში ჯერ არ შესულა.