კალიფორნიაში ხანძრის რამდენიმე კერა ლოკალიზებულია. სტიქიით დაზარალებულ ზოგიერთ რაიონში მოსახლეობას სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. დღეისათვის სტიქიური უბედურების ზონიდან 75 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ერთი კვირის წინ გაჩენილმა ხანძარმა ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. სტიქიამ 40-მდე ადამიანი იმსხვერპლა.