სტამბოლში სროლის ხმა ისმოდა. ტელეარხ NTV-ის ინფორმაციით, პედნიკის რაიონში უცნობმა მამაკაცმა სკოლის მოსწავლეებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, 3 მოზარდი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.