ჩეხეთის ლიდერი კიევს ბოდიშს არ მოუხდის. ამის შესახებ მან ტელეარხ Barrandov-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მილოშ ზემანის თქმით, პირადი მოსაზრების გამოთქმისთვის მისგან ბოდიშს არ უნდა ითხოვდნენ.
„ყირიმი რუსეთს ეკუთვნის და ვერ წარმომიდგენია ვერცერთი რუსული მთავრობა, რომელიც ნახევარკუნძულზე უარს იტყვის. ეს ჩემი მოსაზრებაა და ამისთვის ბოდიშს არ მოვიხდი,“-აღნიშნა ზემანმა.
3 დღის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ჩეხეთის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების მცდელობა ევროპას ომამდე მიიყვანს. მან უკრაინას რუსეთისგან ყირიმის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება ურჩია.