სომხეთის მთავრობა თავდაცვის სექტორის დასაფინანსებლად რუსეთისგან კრედიტის მიღებას დათანხმდა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. მხარეთა შეთანხმებით, სომხეთი რუსეთისგან სახელმწიფო საექსპორტო კრედიტის სახით 100 მილიონ დოლარს მიიღებს, რითაც რუსული წარმოების სამხედრო პრუდუქციას შეიძენს. კრედიტის დასაფარავად ერევანს 15 წელი ეძლევა.