„პარი სენ ჟერმენისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ გამოცემა Naij იტყობინება. არჩევნებში ვეამ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბოაკაზე უკეთესი შედეგი აჩვენა. საპრეზიდენტო არჩევნებში ვეა 2005 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა პირველობა ელენ ჯონსონ-სერლიფს დაუთმო. „პარი სენ ჟერმენისა“ და „ჩელსის“ გარდა ვეას ისეთ ცნობილ კლუბებში აქვს ნათამაშევი, როგორიც „მანჩესტერ სიტი,“ „მილანი“ და „მონაკოა.“ 1995 წელს ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს და „ოქროს ბურთი“ გადასცეს.