ბრიტანელი ტერორისტი ქალი სალი ჯონსი, იგივე „თეთრი ქვრივი“ სირიაში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსი თავის 12 წლის ვაჟთან ერთად ივნისში დაიღუპა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი.
„თეთრი ქვრივის„ დაღუპვის ფაქტს ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.