მადრიდმა ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა. პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის განცხადებით, კონსტიტუციის შესაბამისად, ესპანეთი კატალონიას თვითმმართველობას გაუუქმებს, თუ რეგიონი დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე უარს არ იტყვის. რახოიმ კატალონიელებს ვადა მომავალ ორშაბათამდე მისცა. კატალონიის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა სხვა ლიდერებთან ერთად გენერალურ ასამბლეაზე ხელი დამოუკიდებლობის შესახებ ფორმალურ დეკლარაციას მოაწერა, მაგრამ მადრიდს დიალოგი შესთავაზა. მადრიდის ულტიმატუმის შემდეგ კი პუჩდემონმა განაცხადა, რომ ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლით იმუქრება და დიალოგზე არ ფიქრობს.