Crocus Group-ი მოსკოვში ადრე დაანონსებული Trump Tower-ის ნაცვლად Agalarov Tower-ს ააშენებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა ემინ აგალაროვმა Crocus Group-ის პირველი ფიტნეს ცენტრის გახსნისას გააკეთა.
Crocus City-ის ტერიტორიაზე Trump Tower-ის ნაცვლად ვგეგმავ Agalarov Tower-ი ავაშენო. ეს მოხდება ერთი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. დონალდ ტრამპთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს“, განაცხადა აგალაროვმა.
არადა ადრე Crocus Group-ის პრეზიდენტი არას აგალაროვი (ემინ აგალაროვის მამა) დონალდ ტრამპთან ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხორციელებაზე საუბრობდა და მათ შორის იყო მოსკოვში Trump Tower-ის მშენებლობა.