აშშ პრეზიდენტს რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორნერი დაუპირისპირდა. სენატორმა გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერი შეერთებულ შტატებს საფრთხეს უქმნის და მის ქმედებებს მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა შეუძლია. კორნერმა ღიად განაცხადა, რომ მხოლოდ სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, პენტაგონის შეფის, ჯეიმს მეტისისა და თეთრი სახლის აპარატის უფროსის, ჯონ კელის იმედი აქვს. კორნეტს ტრამპმა ტრადიციულად ტვიტერის საშუალებით უპასუხა. სენატორის კრიტიკის მიზეზად პრეზიდენტმა მისი დაუკმაყოფილებელი ამბიცია დაასახელა. ტრამპის თქმით, კორნერს სახელმწიფო მდივნობა სურდა, თუმცა უარი ირანთან გაფორმებული შეთანხმების გამო მიიღო.