მორიგი ინციდენტი შეერთებულ შტატებში. ტეხასის ქალაქ ლაბოკში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში სტუდენტმა პოლიციელი მოკლა და გაიქცა. მკვლელი, რომელის ვინაობაც არ სახელდება, სამართალდამცველებმა გამყოფილებაში შემოწმების მიზნით მიიყვანეს. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან. სასწავლებლის სტუდენტებს და პედაგოგებს შენობის დატოვება აეკრძალათ.