უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მისი მეუღლის ყოფილმა ქმარმა მოკლა, მოკლულის ქვრივი გამოეხმაურა. მარია მასკაკოვას თქმით, მის ყოფილ ქმარს ვორონენკოვის მოკვლისთვის მოტივი ჰქონდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. ვორონენკოვი კიევის ცენტრში 13 მარტს მოკლეს. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ტიურინია, რომელიც მასკაკოვას პირველი ქმარი იყო.