ნამიბიაში ჰიპოპოტამების მასობრივი დაღუპვის ფაქტები გამოვლინდა. ბვაბვატას ეროვნულ ნაკრძალში 109 გარდაცვლილი ცხოველი იპოვეს. ნამიბიის ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ გიგანტური ცხოველების დაღუპვის მიზეზი ციმბირის წყლულის ეპიდემია გახდა. ეპიდემიის გავრცელებამდე ეროვნულ ნაკრძალში 1300-მდე ჰიპოპოტამი ცხოვრობდა.