კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შემთხვევაში საფრანგეთი რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ მინისტრმა ევროპის საქმეებში ნატალი ლუზაომ განაცხადა. მისივე თქმით, კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს რეგიონის რეგიონის სტატუსის განსაზღვრა არ შეუძლია. იმ შემთხვევაში კი, თუ ბარსელონა დამოუკიდებლობას მაინც გამოაცხადებს, კატალონია ევროკავშირიდან დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს.