თურქეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოლაპარაკებებს უკრაინელ კოლეგასთან გამართავს, ამის შესახებ ინფორმაციას პეტრო პოროშენკოს პრესამსახური ავრცელებს.
ერდოღანი კიევში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული საბჭოს მე-6 სხდომა გაიმართება.
მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გამყარებაზე და საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის მთავარ საკითხებზე იმსჯელებენ.