ჩინეთში შემოდგომა ნაადრევად დასრულდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში თოვს. პირველმა თოვლმა განსუს პროვინციის მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ძლიერ თოვას თან ყინვაც დაერთო. ჰაერის ტემპერატურა განსუში მინუს 4 გრადუსამდე დაეცა.