თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ჯიჰადისტებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თურქებს იერიშები იდლიბში რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე მიაქვთ. სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი იდლიბის პროვინციაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან ითანამშრომლებს.