ესპანეთის პრემიერმინისტრი კატალონიის ხელისუფლების დათხოვას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ის ამ უფლებას კატალონიაში განვითარებული მოვლენების დასარეგულირებლად გამოიყენებს.
მარიანო რახოის თქმით, ესპანეთის კონსტიტუციის არსებობის მანძილზე შესაძლოა პირველად გამოიყენოს 155-ე მუხლი, რომელიც მადრიდს რეგიონის ხელისუფლების გაუქმებისა და ძალაუფლების ცენტრალური ხელისუფლებისთვის დამორჩილების უფლებას ანიჭებს.
პრემიერი მოუწობს კატალონიის ხელისუფლებას გააქმოს რეფერენდუმის შედეგები, ამის გარდა, ის არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს იმ ხელისუდლებასთან, რიმელიც შანტაჟის გზით ცდილობს მიაღწიოს მისთვის სასურველ შედეგს.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.