აშშ ირანის ცუდ საქციელზე საპასუხო ზომებს მიიღებს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერ სარა სანდერსის განაცხადებით დონალდ რტამპმა განაცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება არა მარტო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევასა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, არამედ კიბერთავდასხმებსაც.
თეთრ სახლში განმარტავენ, რომ თეირანის ქმედებებს დონალდ ტრამპი თვალს ადევნებს და ირანის"ცუდი საქციელზე"საპასუხო ზომებსაც"მიიღებს.
მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ „დარწმუნებული ვარ , რომ ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ემბარგოს მიუხედავად, თეირანს ფხენიანთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს, ეს კი დაუშვებელია," - ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. მისივე თქმით, "ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე.“