ჩეხეთის ლიდერი კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის მოხმარება შეამცირა. განცხადება მან უსტეცკის ოლქში ვიზიტისას გააკეთა.
„არ არის მართალი, თითქოსდა სმას თავი დავანებე. მე ალკოჰოლს მოვიხმარ და ამაზე უარს არც არასდროს ვიტყვი,“-განაცხადა მილოშ ზემანმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 73 წლის ზემანმა ალკოჰოლის მიღება მკვეთრად შეამცირა, 5 ოქტომბერს გამოცემა Lidovky-მ გაავრცელა.