ბოლო 12 დღის განმავლობაში პუტინმა თანამდებობიდან 8 გუბერნატორი დაითხოვა. ამჯერად მან ნოვოსიბირსკის გუბერნატორი ვლადიმერ გოროდეცკი გადააყენა. ისევე, როგორც წინა 7-მა გუბერნატორმა, 69 წლის გოროდეცკიმაც პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მანამდე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება სამარის, დაღესტნის, კრასნოიარსკის, ორლოვის, პრიმორსკის, ომსკის და ნიჟეგოროდის გუბერნატორებმა დაწერეს.