კიევში რადას შენობას რადიკალმა აქტივისტებმა მაშხალები ესროლეს. არეულობა სხდომის დროს მოხდა, როდესაც დეპუტატები დონბასის სტატუსის შესახებ ორ კანონპროექტს განიხილავდნენ. დოკუმენტები განსახილველად პარლამენტს პრეზიდენტმა პოროშენკომ წარუდგინა.
პირველი მათგანი რუსეთისთვის აგრესორი ქვეყნის სტატუსის დამტკიცებას ეხებოდა. პროტესტი კი მეორე დოკუმენტმა გამოიწვია, რომელიც რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ეხებოდა. კანონპროექტი ძველი კანონის მოქმედების გაგრძელებას ითვალისწინებს და ის სეპარატისტებისთვის ამნისტიას და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს.