კატალონიას უმსხვილესი ბანკები ტოვებენ. იურიდიული მისამართის შეცვლა და კატალონიიდან ვალენსიაში გადასვლა სიდიდით მეხუთე ბანკმა „საბადელმა“გადაწყვიტა. ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, მოტოვი ევროპის ცენტრალური ბანკის სამართლებლივ ზონაში დარჩენაა. ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს კატალონიაში მოქმედი სიდიდით მესამე „აიქსბანკი“. კატალონიიდან შტაბ-ბინის ესპანეთის სხვა რეგიონში გადატანის საკითხს დღეს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ სარეიტინგო სააგენტო „სტანდარტ ენდ პური“ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო კატალონიისთვის რეიტინგის დაწევას აპირებს.