რუსეთში, ვლადიმირის ოლქში სამგზავრო მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ავტობუსის 20 მგზავრი, დაშავებულია 12.
რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთიდან მომავალი ავტობუსი სარკინიგზო ლიანდაგზე ამკრძალავ ნიშანზე გადავიდა, რის შედეგადაც სანქტ-პეტებურგი-ნიჟნი ნოვგოროდის რეისის მატარებელს შეეჯახა.
12 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი ჰოსპიტალიზებულია.