საფრანგეთი მზადაა ერაყის ხელისუფლებასა და ქურთისტანის ავტონომიის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქცია იკისროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცადა.
„თუ მხარეების სურვილი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“-აღნიშნა მაკრონმა.
დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ერაყის ქურთისტანში 25 სექტემბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა 92,7 პროცენტმა მხარი ერაყის შემადგენლობიდან გამოყოფას დაუჭირა. ბაღდადი რეფერენდუმის ლეგიტიმურობას არ ცნობს.