უკრაინელი დეპუტატები ნადეჟდა სავჩენკო და იური ბერიოზა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი უმაღლესი რადის უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხდა. დაპირისპირების მიზეზი დონეცკსა და ლუგანსკთან დაკავშირებით პეტრო პოროშენკოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი გახდა, რომელიც სავჩენკომ გააკრიტიკა და პრეზიდენტი დონბასში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. პაუხად ბერიოზამ სავჩენკოს „ხმის გაკმენდა“ ურჩია.