მსოფლიოს უმდიდრესი ქალი, კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“თანამფლობელი ლილიან ბეტანკური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟურნალ „ფორბსის“ უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ის მე-14 ადგილს იკავებდა. მისი ქონება 44,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ლილიან ბეტანკურს "ლორეალის"33% ეკუთვნოდა. კომპანია ლილიანის მამამ 1909 წელს დააარსა.