კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობა, ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, პირველ ოქტომბერს პლებისციტის ჩასატარებლად ემზადება. საპროტესტო გამოსვლებია უზენაესი სასამართლოს შენობასთან. დემონსტრანტები დაკავებული კატალონიელი მაღალჩინოსნების გათავისუფლებას ითხოვენ. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა ბარსელონის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. პორტები სამოქალაქო გვარდიის გემების მომსახურებაზე უარს აბობენ.