სტამბოლში ათათურქის სახელობის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ლაინერში ინციდენტისას 4 ადამიანი იმყოფებოდა. 3 მათგანი დაშავდა. თვითმფრინავი აალებამდე რამდენიმე წუთით ადრე აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიკეტა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.