ლვოვის სასამართლო დღეს, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე იმსჯელებს. საქმის განხილვა სასამართლომ 18 სექტემბერს დაიწყო.
დაცვის მხრის განცხადებით, სააკაშვილისთვის გადაცემული ოქმი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ არასწორად იყო შედგენილი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ კი განაცხადა, რომ საკონტროლო გამშვებ პუნქტ „შეგინის“ დარღვევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს არ დააკავებენ და ქვეყნიდან არ გააძევებენ.