ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობის გაუარესებაა. პრეზიდენრმა ჰასან როუჰანიმ გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ბრალდებები ირანს ვერ დააშინებს და თეირანი მუქარას არ მოითმენს. გენერალურ ასაბლეაზე აშშ პრეზიდენტმა ირანს ეკონომიკურად გამოფიტული, უკონტროლო სახელმწიფო უწოდა და აღნიშნა, რომ თეირანის მთავარი ექსპორტი ძალადობა, სისხლისღვრა და ქაოსია.