„დასავლეთი 2017“-ის შემდეგ „დრაგონ 2017.“ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა დღეს დასრულდება, პოლონეთში კი მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება. სასწავლო მანევრები ვარშავასთან ახლოს, ზაგჯის პოლიგონზე ჩატარდება. მასში ყველა სახის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იქნება ჩართული. წვრთნაში მონაწილეობას სამხედრო-საზრვაო ფლოტი და ავიაციაც მიიღებს.