თურქეთმა, რუსეთმა და ისრაელმა სტიქიით დაზარალებული მექსიკის დახმარების სურვილი გამოთქვეს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მაშველების გაგზავნისთვის მზადყოფნას კიდევ რამდენიმე ქვეყანა გამოთქვამს. 7,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასტან დაფიქსირდა. სტიქიამ 220-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება.