თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებთ.
კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა პარლამენტში მთავარ პროკურორს, კობახიძე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია შემდგომ კონსულტაციებზე და ასევე საქმის მიმდინარეობაზე.
„თუ შევხედავთ, რომ არასწორი მიმართულებით მიდის გამოძიება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმები ზედამხედველობის, როგორიც არის თუნდაც საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჯერჯერობით ვაკვირდებით გამოძიებას კონკრეტულ საქმეებზე და ამის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი საზედამხედველო ფორმების გამოყენებაზე“,- აღნიშნა კობახიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გახმაურებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზწე ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა, თუმცა საგამოძიებო უწყებისგან უარი მიიღო. იმ შემთხვევაში თუ კი პროკურატურა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ორგანიზაცია უწყების წინააღმდეგ სასამართლოში დავას გეგმავს.