"ჯემფესტზე" დაფინანსება ტურისტული პროგრამის ფარგლებში მოხდა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის კითხვის, თუ რატომ იყო "ჯემფესტის" პროექტში ჩართული საბიუჯეტო დაფინანსება, საპასუხოდ განაცხადა.
"სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, პროექტი მთლად წარმატებული არ იყო . ის, რომ ვიღაცას ვიღაცის ვალი დარჩა, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ საკითხს შესაბამისი უწყებები სწავლობენ. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები არ იყოს, საკითხზე შესაბამის უწყებებთან უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა კაკაურიძემ.