"ძალიან ლამაზი ანბანი გვაქვს და წარწერები ქართულად უნდა გაკეთდეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ურბანული პოლიტიკის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აბრების, შენობების ფასადებისა და სახურავების, ნავიგაციის, საფეხმავლო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების სტანდარტებზე მუშაობა არის სიახლე, რადგან აქამდე ასეთი სტანდარტი არ ყოფილა დამკვიდრებული.
"ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ არის კონკრეტული მაგალითები, როდესაც არ ხდება ქართული ასოების გამოყენება. მე არავის ვეწინააღმდეგები, ნებისმიერს შეუძლია, ჩამოვიდეს, განავითაროს ბიზნესი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი იქნება ქართული წარწერის გამოყენება.
ძალიან ლამაზი ანბანი გვაქვს და უნდა მოხდეს ქართულად წარწერების გაკეთება", - განაცხადა კახა კალაძემ.