რუსეთის წყალქვეშა ნავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში მდებარე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავებიდან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა. შოიგუს უწყების განცხადებაში აღნიშნულია, სარაკეტო დარტყმების შედეგად ტერორისტების მართვისა და კავშირგაბმულობის პუნქტები, ასევე, იარაღის საწყობები განადგურდა.