ახალი ეტაპი იქნება სადმე სხვაგან სპექტაკლების დადგმა, მიწვევა მაქვს ლონდონში, - ამის შესახებ მიხეილ თუმანიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება.
„ოჯახის შემდეგ, თუკი ვინმეს აქვს ბატონი მიშასი თეატრის სრული არქივი, ეს მაქვს მე. მე გადავწყვიტე, რომ გავიტანო. ეს არის ჩემი პირადი ნივთები. პირადი ნივთები და ამით უნდა დავიწყო ახალი ეტაპი – მივხედო ბატონ მიშას მემკვიდრეობას, იმას, რაც მე მაქვს პირადად. ახალი ეტაპი იქნება სადმე სხვაგან სპექტაკლების დადგმა. მიწვევა მაქვს ლონდონში. როდესაც ღალატია, თუნდაც შვიდი კაცისგან, უნდა გაიხურო კარები და დაიწყო ახალი ცხოვრება“, –აღნიძნა დოლიძემ.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ქეთი დოლიძე გიორგი სიხარულიძემ შეცვალა.