გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ქ. პრაღაში გამართულ ეუთოს 25-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი ფორუმის გახსნის ცერემონიალსა და მთავარ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმის თემას წარმოადგენდა მწვანე ეკონომიკის განვითარება და პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის ეუთოს რეგიონში.
მაია ბითაძემ ეუთოს როლის მნიშვნელობაზე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებაზე ისაუბრა.მიმოიხილა გარემოსდაცვითი რისკების შემცირებისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების საკითხები; ყურადღება გაამახვილა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრა გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე. მიმოიხილა საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ 22 ქვეყანას შორის, რომლებმაც გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების ფარგლებში პირველი ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში (National Voluntary Review) წარადგინა 2016 წელს.
მინისტრის მოადგილემ, ასევე, აღნიშნა საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ, ყურადღება გაამახვილა მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა გასულ წელს საქართველოს მთავრობის მასპინძლობით ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ”გარემო ევროპისათვის” მინისტერიალის მნიშვნელობაზე მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, მაია ბითაძემ მხარი დაუჭირა ევროკავშირის განცხადებას „ეკონომიკური მონაწილეობის წახალისებისა და მწვანე ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ“.
ამასთან, ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის, ელჩის ვუკ ზუგიჩის ინიციატივით ორმხრივი შეხვედრა გაიმართამინისტრის მოადგილესთან. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სხვა საკითხებთან ერთად,ყურადღება გაამახვილეს ორჰუსის კონვენციისროლზე გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობისდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ელჩმა გამოხატა მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.
ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის მიზნებს წარმოადგენს საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, ცნობიერების გაზრდა და ეუთოს მონაწილე 57 ქვეყნის პოლიტიკური ნების სტიმულირება ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში. ამასთან, ფორუმი ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს და აკადემიურ სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვას.