ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარყოფს ან საბოტაჟს გაუწევს დონალდ ტრამპის, ისრაელი „სამუშაოს თავად დაასრულებს“.
„მე მხარს ვუჭერ თქვენს გეგმას ღაზაში ომის დასრულების შესახებ, რომელიც ჩვენს სამხედრო მიზნებს შეესაბამება.
„ეს ჩვენს ყველა მძევალს ისრაელს დაუბრუნებს, „ჰამასს“ სამხედრო პოტენციალსა და პოლიტიკურ დომინირებას ართმევს და უზრუნველყოფს, რომ ღაზა აღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. თუ "ჰამასი" უარყოფს გეგმას ან მიიღებს მას, მაგრამ არსებითად ყველაფერს გააკეთებს მის წინააღმდეგ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ ტრამპთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.