შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ხელოვნურად გაჩნდა.
„მე, როგორც პოლიციელი, არაფერს გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“, - ამის შესახებ მღებრიშვილმა დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.