საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შეკრების და მანიფესტაციების დროს დაუშვებელია იარაღით მისვლა, შესაბამისად, "ევროპული საქართველოს" წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს აქციაზე იარაღით მისვლის უფლება არ ჰქონდა.
"შეკრების და მანიფესტაციების დროს დაუშვებელია იარაღით მისვლა. ის იურისტია, პარლამენტის წევრია და ბუნებრივია, კანონი იცის. ოთო კახიძემ კანონი დაარღვია, მე ამის იქით განსჯაში არ შევალ. დანარჩენი არის უკვე შემდეგი საკითხი, თუ რა ტიპის რეაგირება შეიძლება მოყვეს", - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, ოთარ კახიძე 23 ივლისის აქციაზე იარაღით იმყოფებოდა.
აღნიშნულ ფაქტზე კახიძემ განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა.