საოკუპაციო ზოლთან საქართველოში აშშ-ის ელჩი ჩავიდა და კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ახალი ბანერი ნახა. იან კელის თქმით, მიმდინარე მოვლენები ხელოვნურია, რაც ყოფს ადამიანებს და ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
„21-ე საუკუნეში, როდესაც ხდება მსგავსი რამ საქართველოს მეზობლის მხრიდან, მიუღებელია აშშ-სთვის. აშშ ამაზე ხმამაღლა საუბარს გააგრძელებს. რაც ხდება არის ხელოვნური აქტი, რაც ყოფს ადამიანებს და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. აშშ ამას არასდროს არ აღიარებს. რაც შეეხება მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რაც აქვს ქართულ მხარეს, უფრო მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში, უფრო მეტი საუბარი და თანმიმდევრული ქმდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა იან კელიმ.
დღეს მცოცავი ოკუპაცია საქართველოს მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მშვიდობიანი აქცია ბერშუეთში გაიმართა.