ნიუ იორკის სოტბის აუქციონი ისტორიული ვაჭრობისთვის ემზადება. მთავარი ლოტი ასტრონავტ ნილ არმსტრონგის ხელჩანთა იქნება, რომლითაც მან მთვარიდან პირველი მისიის დროს მტვრის ნიმუში ჩამოიტანა. ჩანთაში დედამიწის თანამგზავრის მტვრის ნარჩენები ამ დრომდე ინახება. ისტორიული ნივთის ღირებულება 2-დან 4 მილიონ დოლარამდე მერყეობს. აუქციონი 20 ივლისს გაიმართება. თარიღი შემთხვევითი არაა. 48 წლის წინ, სწორედ ამ დღეს ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა.