თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა განახლდება.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ სხდომაზე სულ 10 მოწმე დაიკითხება.
საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, პროცესზე დაგეგმილია სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლების დაკითხვა.
მათ შორის, შესაძლოა, იყოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი.
„შეიძლება კი, შეიძლება არა" - ასე უპასუხა პროკურორმა შეკითხვას თეთრუაშვილის დაკითხვის შესახებ.
მხარეები ვარაუდობენ, რომ მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა და საქმის არსებითი განხილვა ოქტომბერში დასრულდება.
ივლისში კი პროცესები ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს გაიმართება.